Sunday, April 27, 2014

მეექვსე და მეშვიდე მოდულის რეფლექსია

დღევანდელი დღეც წარმატებით დასრულდა.კიდევ ერთხელ განვიხილეთ შეფასების სქემები. მივიღეთ რჩევები, გადავხედეთ და გავაკეთეთ ჩასწორებები. ვემზადებით საბოლოო პრეზენტაციისთვის...ყველა დოკუმენტს გადავხედავ, დავახარისხებ და...ალბათ გავალ ფინალში. ძალიან ვნერვიულობ...იმედია ყველაფერი კარგად იქნება. ყველას ვუსურვებ წარმატებას.

პროექტის პრეზენტაცია

Saturday, April 26, 2014

მეხუთე მოდულის რეფლექსია

           ეს მოდულიც ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო. განვიხილეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები და დავიწყეთ შეფასებაზე ფიქრი. გზამკვლევში განვიხილეთ შეფასების რუბრიკების ნიმუშები და მივიღეთ დავალება.

Friday, April 18, 2014

მეოთხე მოდულის რეფლექსია

    დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის.მუშაობა დავიწყეთ წყვილებში და განვიხილეთ ერთმანეთის პრეზენტაციები. დავფიქრდით გადის თუ არა ჩვენი მიზნები 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე და მაღალ სააზროვნო უნარებზე.მივეცით ერთმანეთს მითითები.
     დავიწყეთ მუშაობა მოსწავლის სავარაუდო შედეგზე. იმედი მაქვს მიმდინარე მოდული დამეხმარება მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნაში და სასწავლო პროცედურების გაუმჯობესებაში. 

Sunday, April 13, 2014

მეორე მოდულის რეფლექსია

     ეს მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ან განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით.  რამდენად მნიშვნელოვანი იქნება მოსწავლეებისთვის ეროვნული სასწავლო გეგმიდან სწორად შერჩეული საჭირო სტანდარტები და ინდიკატორები რომელიც შესაბამისობაში იქნება  შედეგებთან.სწორად შევარჩიო შეფასების სტრატეგიები,ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები რაზეც აგებული იქნება ჩემი დაგეგმილი პროექტი.

Sunday, April 6, 2014

პირველი მოდულის რეფლექსია

          გავეცანი  მოდულების  შინაარს, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, კორნელის მეთოდს, რომელსაც ვფიქრობ რომ მე-3, მე-4 კლასთან უკვე შესაძლებელი იქნება გამოვიყენო. შევქმენი საქაღალდეები, რომელშიც  შევიტან  9 დღის  განმავლობაში  შექმნილ  ნამუშევრებს. ვისწავლე  შაბლონის  მონახვა  და  ჩასმა.  შევქმენი  ბლოგი.  ტრენინგი  საინტერესოა  და  ძალიან  კმაყოფილი  ვარ.