Sunday, May 4, 2014
Sunday, April 27, 2014
მეექვსე და მეშვიდე მოდულის რეფლექსია
დღევანდელი დღეც წარმატებით დასრულდა.კიდევ ერთხელ განვიხილეთ შეფასების სქემები. მივიღეთ რჩევები, გადავხედეთ და გავაკეთეთ ჩასწორებები.
ვემზადებით საბოლოო პრეზენტაციისთვის...ყველა დოკუმენტს გადავხედავ, დავახარისხებ და...ალბათ გავალ ფინალში.
ძალიან ვნერვიულობ...იმედია ყველაფერი კარგად იქნება.
ყველას ვუსურვებ წარმატებას.
Saturday, April 26, 2014
მეხუთე მოდულის რეფლექსია
ეს მოდულიც ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო. განვიხილეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები და დავიწყეთ შეფასებაზე ფიქრი. გზამკვლევში განვიხილეთ შეფასების რუბრიკების ნიმუშები და მივიღეთ დავალება.
Friday, April 18, 2014
მეოთხე მოდულის რეფლექსია
დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის.მუშაობა დავიწყეთ წყვილებში და განვიხილეთ ერთმანეთის პრეზენტაციები. დავფიქრდით გადის თუ არა ჩვენი მიზნები 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე და მაღალ სააზროვნო უნარებზე.მივეცით ერთმანეთს მითითები.
დავიწყეთ მუშაობა მოსწავლის სავარაუდო შედეგზე. იმედი მაქვს მიმდინარე მოდული დამეხმარება მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნაში და სასწავლო პროცედურების გაუმჯობესებაში.
დავიწყეთ მუშაობა მოსწავლის სავარაუდო შედეგზე. იმედი მაქვს მიმდინარე მოდული დამეხმარება მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნაში და სასწავლო პროცედურების გაუმჯობესებაში.
Sunday, April 13, 2014
მეორე მოდულის რეფლექსია
ეს მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ან განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით. რამდენად მნიშვნელოვანი იქნება მოსწავლეებისთვის ეროვნული სასწავლო გეგმიდან სწორად შერჩეული საჭირო სტანდარტები და ინდიკატორები რომელიც შესაბამისობაში იქნება შედეგებთან.სწორად შევარჩიო შეფასების სტრატეგიები,ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები რაზეც აგებული იქნება ჩემი დაგეგმილი პროექტი.
Sunday, April 6, 2014
პირველი მოდულის რეფლექსია
გავეცანი მოდულების
შინაარს, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, კორნელის მეთოდს, რომელსაც ვფიქრობ რომ
მე-3, მე-4 კლასთან უკვე შესაძლებელი იქნება გამოვიყენო. შევქმენი საქაღალდეები, რომელშიც შევიტან
9 დღის განმავლობაში შექმნილ
ნამუშევრებს. ვისწავლე შაბლონის მონახვა
და ჩასმა. შევქმენი
ბლოგი. ტრენინგი საინტერესოა
და ძალიან კმაყოფილი
ვარ.
Subscribe to:
Posts (Atom)